|
2026-06-18 11:57:25, 882 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ეხმაურება. "წუხელ ჩვენმა შორი რადიუსის სანქციებმა კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს - ამ კვირაში უკვე მეორედ მიაყენეს დარტყმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. სამიზნეები განადგურდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე და ჩვენი სამხედროების მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ასაზრდოებენ. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს კოორდინირებული ძალისხმევისთვის - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, სამხედრო დაზვერვასა და ჩვენს სარაკეტო ბრიგადას სიზუსტისთვის. ბოლო დღეებში ჩვენმა ყველა პარტნიორმა აღნიშნა ჩვენი საშუალო რადიუსის დარტყმებისა და შორ რადიუსზე მოქმედი სანქციების სიზუსტე და ეფექტიანობა. დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა დიპლომატიაში საჭირო ნაბიჯები გადადგას", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)