|
2026-06-15 12:52:24, 1641 ნახვა
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ"– ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის. „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით, რადგან სომხეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხს თუ სურს, საბოლოოდ შესაძლებელია, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ევროკავშირის გზა გაიხსნება. ასე რომ, არ დაკარგოთ იმედი, რადგან ევროპა ღია დარჩება საქართველოსთვის“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. კითხვაზე, „ახლა, როდესაც უნგრეთის ვეტო მოხსნილია, განიხილავთ თუ არა სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ“, მარგუს ცაჰკნამ უპასუხა: „დიახ, განვიხილავთ სანქციებს საქართველოს, ასევე ზოგიერთი ადამიანის წინააღმდეგ. ესტონეთმა წარადგინა საკმაოდ გრძელი სია ეროვნულ დონზე მიღებულ სანქციებში. იმედი გვაქვს, საბოლოოდ ეს ზეწოლა იმუშავებს, მაგრამ ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, რას გააკეთებს ქართველი ხალხი, ეს მათი გასაკეთებელია. ჩვენ, ესტონელები ვაცნობიერებთ, რომ ვითარება რთულია“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)