|
2026-06-14 10:24:08, 3926 ნახვა
სხვადასხვა
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
აშშ-მ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს და ყველაზე პრობლემურ სახელმწიფოში, რამდენიმე მიგრანტი დეპორტაცია მოახდინა საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, დეპორტირება გაუკეთოს იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია. მათ რიცხვშია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე - წერს "დოიჩე ველე" ხუთშაბათს ღამით ლუიზიანას შტატიდან რეისი აფრინდა, რომელსაც დაახლოებით ორ ათეულ მიგრანტი გადაჰყავდა, მათ შორის ირანელი დემოკრატიის მომხრე აქტივისტები, - ინფორმაცია დაადასტურა ადვოკატმა. რეისი პარასკევს ბანგიში დაეშვა. ირან-ამერიკის სამართლებრივი დაცვის ფონდის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, ალი რაჰნამას თქმით, რეისზე სხვა მიგრანტებს შორის იყვნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს და ავღანეთის მოქალაქეები. დეპორტაციის თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათამდე (21:00 GMT) დაეშვა, განას დედაქალაქ აკრაში გაჩერების შემდეგ, ნათქვამია Human Rights First-ის მიერ მართული ICE Flight Monitor-ის ჩანაწერებში. დეპორტირებული პირების განთავსების ან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი. აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ Associated Press-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით ბანგიში, საელჩოს შენობის მახლობლად მშენებარე მეხანძრეების ბაზაზე იმყოფებოდა. სხვები სხვა ადგილებში უნდა განთავსებულიყვნენ. წყარომ დასძინა, რომ ჩასვლისთანავე, მამაკაცები და ქალები დააშორეს. „მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადგილთან. ჩემს ყველა დოკუმენტში უამრავი ინფორმაცია წარვადგინე იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში იყო ეს“, - განუცხადა Reuters-ს ირანელი დეპორტირებული აქტივისტის ადვოკატმა ემილი ტროსტლმა. „ეს პირები შეერთებული შტატებიდან გაჰყავთ და ტოვებენ ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ სტატუსი, არანაირი კავშირი და არანაირი დამხმარე ქსელი. ჩვენ ვშიშობთ, რომ საბოლოოდ ისინი იძულებულნი იქნებიან დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გაიქცნენ“, - დასძინა მან.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)