|
2026-06-10 17:21:29, 1273 ნახვა
საზოგადოება
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება. „12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და არა მხოლოდ საქართველოში. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)