20:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 10:39:00, 1410 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მან 10 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისადმი მადლობის წერილში დაწერა.

„მოხარული ვარ წარმატებული ვიზიტით. ჩინეთ-კორეის ურთიერთობები უკვე ახალ ისტორიულ გზას ადგას“, - ციტირებს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) წერილს.

აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს ორმა ლიდერმა მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია, რომლებმაც ჩინეთსა და კორეას შორის ურთიერთობები ახალი მნიშვნელობით გაამდიდრა და ორივე მხარის მტკიცე გადაწყვეტილება აჩვენა, გააძლიერონ ტრადიციული მეგობრობა, ერთობლივად ხელი შეუწყონ განვითარებასა და კეთილდღეობას და უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და მთელ მსოფლიოში.

სი ძინპინმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს, ასევე ჩრდილოეთ კორეის პარტიას, მთავრობასა და ხალხს ჩინეთის დელეგაციისადმი თბილი დახვედრისთვის. ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა კიმ ჩენ ინთან ახალი შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ და უსურვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics