|
2026-06-08 12:38:39, 2941 ნახვა
ეკონომიკა
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უპრეცედენტო შეთავაზება მოუმზადა - ამერიკული პრემიუმ ბრენდის „ენერჯაიზერის“ აკუმულატორის შეძენა ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობით არის შესაძლებელი. შეთავაზების იდეა შემდეგია: მომხმარებელი, რომელიც „თეგეტა მოტორსში“ „ენერჯაიზერის“ ახალ აკუმულატორს შეიძენს, ძველს კი ჩააბარებს, დამატებით ფასდაკლებას მიიღებს - ჩაბარებული აკუმულატორის თითოეულ აპმერზე 2 ლარს. სწორედ აქედან მომდინარეობს კამპანიის ლაკონიური და დასამახსოვრებელი მესიჯიც - „1 ამპერი = 2 ლარი“, რაც პროდუქტის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, 60-ამპერიანი აკუმულატორის ჩაბარება 120 ლარის ფასდაკლებას ნიშნავს, ხოლო 100 ამპერიანის - 200 ლარის. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა: • ჩააბაროთ ძველი აკუმულატორი • შეიძინოთ „ენერჯაიზერის“ ახალი აკუმულატორი, რომლის ამპერაჟი ძველის ტოლი ან მასზე მეტია მარიამ ჩხეიძე, „თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების მიმართულების პროდუქტის უფროსი ოფიცერი: „ეს არის შეთავაზება, რომელსაც დღეს ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „1 ამპერი = 2 ლარი“ - ასეთი პირობით ძველი აკუმულატორის ჩაბარების შესაძლებლობას მომხმარებელი ვერსად მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა „თეგეტა მოტორსში“ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიიღოს, არამედ რეალური, ხელშესახები ფინანსური სარგებელიც. „ენერჯაიზერი“ ამერიკული პრემიუმ ბრენდია, რომელიც წლების განმავლობაში საიმედოობითა და გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომაც სწორედ ამ პროდუქტზე ვთავაზობთ ბაზარს უკონკურენტო პირობას. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო დროა მომხმარებლისთვის ახალი აკუმულატორის შესაძენად“. შეთავაზებით მიღებული სარგებელი „ენერჯაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელის მაგალითზე ასე გამოიყურება: ENERGIZER EP74L3 74 Ah R+ მოდელის საცალო ფასი „თეგეტა მოტორსში“ 399 ლარია, ხოლო ანალოგიური ამპერაჟის ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში მისი ღირებულება 251 ლარამდე მცირდება. შესაბამისად, ერთ შენაძენზე მომხმარებელი 148 ლარს ზოგავს. მომხმარებლისთვის ფინანსური სარგებლის გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება ეკოლოგიურ სარგებელსაც მოიცავს. ძველი აკუმულატორი საფრთხის შემცველი ნარჩენია, რომელიც სათანადო უტილიზაციის გარეშე გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „თეგეტა“ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ძველი აკუმულატორებისა და საბურავების სტანდარტების შესაბამის უტილიზაციას, ხოლო მიმდინარე შეთავაზება მომხმარებლებს დამატებით სტიმულს აძლევს, გარემოზე ნეგატიური გავლენის ნაცვლად ძველი აკუმულატორი პროფესიულ სერვისცენტრში ჩააბარონ. შეთავაზება „1 ამპერი = 2 ლარი“ შეზღუდული ვადით, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და მისით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 1 ივნისიდან არის შესაძლებელი. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)