|
2026-06-04 13:31:33, 3011 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაწესებული 17-თვიანი ვეტო მოხსნა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი წინამორბედის მიერ დაწესებული 17-თვიანი ვეტო მოუხსნა. გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში, თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ, ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი. ამ პროცესის დაწყებაზე რეკომენდაცია ევროკომისიამ 2025 წლის იანვარში გასცა, თუმცა მას ამ დრომდე ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერდა კიევის გაწევრიანების პროცესს „უკრაინასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში უნგრული უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას“. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 3 ივნისს მიაღწიეს. უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მოიპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)