|
2026-06-02 09:38:26, 1732 ნახვა
საზოგადოება
დმანისის მერიის წინ 26 მაისს გახსნილი თამარ მეფის ქანდაკება აიღეს
დმანისის მერიის წინ 26 მაისს გახსნილი თამარ მეფის ქანდაკება აიღეს. მიზეზად მერიაში ამბობენ, რომ ქანდაკება დაუსრულებელია “26 მაისის ფარგლებში გვქონდა გამოფენილი. [...] რადგან 26 მაისი დასრულდა, როგორც ყველა ბანერი მოვხსენით იმიტომ, რომ ღონისძიება დასრულდა, ასევე ავიღეთ ისიც. როგორც კი დასრულდება და მიიღებს იმ სახეს, რაც უნდა ჰქონდეს, შემდეგ გადავწყვეტთ სად დავდგათ. ვინც ეს ქანდაკება გააკეთა, ჩვენი მერიის თანამშრომელია [გიორგი გიორგაძე]. ამ მონუმენტს არ აქვს სახელი. არაა კონკრეტული დედოფალი, ან ვინმე ქალი ისეა შექმნილი. მისი შთაგონებითაა გაკეთებული 26 მაისთან დაკავშირებით. რადგან ამ დღეს ვერ მოასწრო დასრულება, მაინც გვინდოდა, რომ გამოეტანა და გვენახა რა ეტაპზე იყო" - თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას დმანისის მერის წარმომადგენელმა მარიამ მურადაშვილმა თამარ მეფის ქანდაკების გახსნას დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკა მოჰყვა. ბევრმა ძეგლი აღმოსავლეთის ქვეყნების მუცლით მოცეკვავე ქალს შეადარა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)