|
2026-06-01 11:15:50, 2303 ნახვა
სამართალი
კომაში ჩავარდნილ პატიმარზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა
მსჯავრდებული ნოდარი ტატუნაშვილი, რომელიც ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან შიმშილობის გამო თბილისის კლინიკა „ვივამედში“ გადმოიყვანეს, კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში ჩავარდა უგონო მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დრომდე ვერ იღებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. მათი ინფორმაციით, ტატუნაშვილმა 2026 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა, უარს ამბობდა საკვების მიღებაზე და იღებდა მხოლოდ სითხეს. მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)