00:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:47:38, 1668 ნახვა

ეკონომიკა
ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას მოითხოვს

ექსპორტის წახალისების მექანიზმები მოკლევადიანი ეფექტის მომტანი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები არის ის, რომ ორშაბათს, სავალუტო ფონდის მისიასთან შედგება შეხვედრა, სადაც ინფრასტრუქტურული, ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას განიხილავენ.

კერძოდ, მინისტრის თქმით, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას მოითხოვენ.

„ექსპორტის წახალისების მექანიზმები არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ვღებულობთ გახლავთ ის, რომ ორშაბათს გვექნება სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული, ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას. ანუ, ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა დამტებითი ინვესტიცია განვახორციელოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინფრასტრუქტურული და რეგიონული მართვის სამინისტროს კუთხით. ეს არის ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics