|
2026-05-29 11:36:43, 2338 ნახვა
სამართალი
ოჯახის მოთხოვნაა, მოუხსნან ბრალი და შეეშვან - გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა
"ოჯახის მოთხოვნაა, მოუხსნან ბრალი და შეეშვან. ისეთ სტრესშია და შეშინებულია" - ამბობს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი ტვ პირველთან. ძმის თქმით, ლოცულაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა წუხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. "ორჯერ გული წაუვიდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა საავადმყოფოში. ასევე, ჰქონდა ტანის ტკივილები, მკერდში ტკივილები, კისრის არეში ტკივილები, ხელი სტკიოდა, უკან თავი, გულისრევის შეგრძნებები. სასწრაფომ გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკაში შეეყვანათ." | ამბობს გიგლა ლოცულაშვილი. პაპუნა ლოცულაშვილი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია. 27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს - პაპუნა ლოცულაშვილი - დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)