|
2016-04-04 11:22:02, 1332 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ სამხედრო ფრეგატის ეკიპაჟს უმასპინძლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამხედრო ფრეგატა TCG Yavuz (F-240) ბათუმში „ზღვის ვარსკვლავი 2016 წვრთნების" ფარგლებში იმყოფება. გემი ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარდა მსგავს ვიზიტებს ფრეგატა ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში განახორციელებს. შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა სტუმარს აჭარის შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საინვესტიციო ტურისტული პოტენციალი. დღესვე ეკიპაჟის წევრები შეხვედრას გამართავენ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)