08:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 10:38:50, 509 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი ყარაბაღზე: უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთიან ყარაბახში განვითარებულ მვლენებს გამოეხმაურა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორივე მეზობელთან - სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

ხიდაშელის შეფასებით, უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა.

„როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბებს აღწევს, რაც მთიანი ყარაბახის შემთხვევაში ვნახეთ აქ სხვა ამოცანები აღარ დგას. აქ მთავარი ამოცანაა შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველაფერ დანარჩენზე. ამიტომ ვიმედოვნებ მინისტრის შეხვედრა, რომელიც ვენაშია დაგეგმილი, შედეგიანი აღმოჩნდება“, - განაცხადა თინა ხიოდაშელმა.

მანვე ჟურნალისტის კითხვაზე ხომ არ მოუმართავს სომხეთს ან აზერბაიჯანს დახმარების თხოვნით, განაცხადა, რომ ასეთი თხოვნა არ ყოფილა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics