|
2026-05-23 16:17:52, 3558 ნახვა
სამართალი
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. ახობაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ბრალეულობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებული თანხა არ არის დიდი ოდენობის, არამედ 2 თვის ხელფასის თანხაა. "ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ… მთავარი მტკიცებულება, რომ რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა დღეს გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრებაა ამ ქვეყანას ემსახურება, ის არის ომის ვეტერანი… ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თითქოს ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხო, არანაირი დიდი ოდენობით თანხა ამოღებული არ არის. 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი… ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ." - განაცხადა ადვოკატმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)