|
2026-05-23 00:23:18, 6243 ნახვა
საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "დაიცავი ილიაუნის" 1-ლარიან ლაივ მარათონში ქართული კომპანიები ჩაერთნენ. თავდაპირველად სულაკაურის გამომცემლობამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 23 მაისს სულაკაურის მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. აღნიშნულ ინიციატივას ამის შემდეგ სხვადასხვა ქართული კომპანია შეუერთდა, მათ შორის, ბურატინო, flow flow magazine, წიწილა, ცოდნის კაფე, გიშო კოფი, ბიბლუსი, ინტელექტის, ქარჩხაძის, არტანუჯის გამომცემლობა ArtareaED, ფოტო ცენტრი, KHMA კონცეფტი, ჩიკატაი, is posteri, arte design, აუტო ჰოუმ, ტრენდ ჰაუსი, Zura's bike shop, სილამაზის ცენტრი საკურა, არგეა, KIDD O MATIC, ქარექს ავტო, საბა, gifthub, LILAT home, Jiji, Lilia, ჰებე, ყვითელი მთვარე, per amore, ზოდი, re: school, ჭიტა. ინიციატივას შეუერთდნენ მასწავლებლებიც. საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებით, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით, დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უნივერსიტეტი 15 000 ლარს რიცხავს. [სია განახლებადია] ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონში 2 დღეში 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)