|
2026-05-20 12:48:13, 4387 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე - Baku Flames 2026 International Festival of Creativity and Effectiveness -ზე ორ კატეგორიაში მოიპოვა ჯილდო. კერძოდ, კრეატიულ სააგენტო SUPERMARKET-თან თანამშრომლობით შექმნილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა კამპანიებმა - Independence: First Person Experience კატეგორიაში - სარეკლამო კამპანიები / ინტეგრირებული კამპანიები, ხოლო, Iveria -The Independence Issue - მა ბეჭდური და საგამომცემლო მედია / ჟურნალები და გაზეთების კატეგორიაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ Baku Flames International Festival of Creativity and Effectiveness რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრეატიული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალი აერთიანებს სააგენტოებს, ბრენდებსა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისა და საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენას. ფესტივალმა 11 ქვეყნიდან 328 ნამუშევარი გააერთიანა. გამარჯვებულები კი საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელმაც ნამუშევრები კრეატიულობისა და ეფექტიანობის მიხედვით შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)