|
2026-05-17 10:41:03, 3227 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი დღეს, 2014 წელს ილია მეორეს მიერ დაწესებულ "ოჯახის სიწმინდის" დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო III სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. სამებაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ წირვას ესწრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. საქართველოში გუშინ ჩამოვიდა მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი სასულიერო პირები მსვლელობას 2014 წლიდან მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)