16:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-16 16:53:46, 5369 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო

"ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო" - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე , სუპერმარკეტებში პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით.

ხალხი ისევ მოატყუეს!

აქციით ფასდაკლებული საქონლის დახლიდან დახლზე გადადება და ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა. როგორც აქამდე იყო, თურმე ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი, რომ შედარებით იაფად იყიდო რაიმე პროდუქტი. ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ. აბა რა გეგონათ, რძის თაროზე მაკარონს ხომ არ შემოვდებთო, ამბობენ სუპერმარკეტები. აკი სოციალური კალათაო და ერთ კუთხეში იქნებაო? არ აწყობთ მასე-ერთად რომ დაალაგო, კი გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო.

საოცრება მოვისმინეთ გუშინ: "ბი ემ ჯი"-ზე რითეილასოციაცია რომ ჰქვია, ანუ სუპერმარკეტების "ენჯეო", მისმა უფროსმა განაცხადა, რომ პირობას ვდებთ, სუპერმარკეტებში დღეში ერთი დასახელების საქონელზე მაინც გვექნება ფასდაკლება იმ დაპირებული 15 პროდუქტიდანო. წარმოგიდგენიათ, 1 მაინც იქნება ფასდაკლებით 15-იდანო!

აი, ამ შედეგით დამთავრდა პარლამენტის "ფასკომის" მუშაობა. სუპერმარკეტები კი ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას (ეს რომ შესაძლებელი ყოფილა, თავად დაამტკიცეს) და "ოცნების" პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ." - წერს გოცირიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics