|
2026-05-13 17:12:36, 3057 ნახვა
საზოგადოება
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ასევე ბიომრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით. „ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, ეკოსისტემების აღდგენას. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას ამ არეალში", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ. კანონპროექტის ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან არის გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)