|
2026-05-10 22:16:22, 6002 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ სამების ტაძარში დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი, მისივე ინფორმაციით, კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები. ასევე, ჯაღმაიძის თქმით, კრებაზე სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ამასთან, როგორც ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალვე გახდება ცნობილი, ვინ იქნება პატრიარქი და მას მეუფე ანანია გამოაცხადებს, რადგან სწორედ ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე. „ხვალ ბიულეტენებზე იქნება შემოსახაზი. კანდიდატის სახელი იქნება დაბეჭდილი ბიულეტენზე და ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი ჩაიდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება განთავსებული. 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი გამოცხადდება ხვალვე. მას გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)