|
2026-05-08 18:00:54, 3818 ნახვა
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე. „ჩანაწერი ასახავს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, რომელიც საიდუმლო შეხვედრის დროს ინსტრუქციებს იღებს, ფულს იღებს და შესაბამის ხელმოწერას აწერს ხელს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი უძილაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუს“ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამთავრობო უწყების მაღალჩინოსანი სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ინფორმაციას უცხო ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით (ჯაშუშობა), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)