|
2026-05-06 21:08:04, 4880 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
TV ფორმულას ინფორმაციით, გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს. ტელეარხის ცნობით, როგავა საქართველოში არ იმყოფება, გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება დღეს გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც. 2024 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, გურამ როგავას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა მიიღო სახის ძვლებისა და მე-7 მალის მოტეხილობა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, თავად ჟურნალისტი გამოძიების მასალებს „მაკულატურას“ უწოდებდა და აკრიტიკებდა პროცესის არაეფექტურობას. 2026 წლის მარტში გურამ როგავა სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში მედიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)