|
2026-05-04 18:06:41, 4322 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით საგანმანათლებლო ინიციატივებს განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ბანკი QuickShipper-თან პარტნიორობით, 6 მაისს ვორკშოპს — „Ecommerce და მიწოდების სტრატეგიები ბიზნესის ზრდისთვის“ — უმასპინძლებს. ვორკშოპს მარიამ ახვლედიანი, QuickShipper-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და თათია ნარჩემაშვილი, ecommerce360-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ იქცა ელექტრონული კომერცია თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად და რატომ გადადის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებლის ქცევის ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვების ზრდაზე. ვორკშოპი ასევე შეეხება მომხმარებლის გამოცდილების მნიშვნელობას — როგორ განაპირობებს ნდობა და გამარტივებული პროცესები მომხმარებლის გადაწყვეტილებას და რა როლი აქვს მიწოდების სერვისს მომხმარებლის ლოიალობის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილება ბრენდირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა და მიდგომები, რომლებიც კომპანიებს გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ღონისძიების დეტალები:
ვორკშოპი წარმოადგენს ბიზნეს 360˚-ის პლატფორმის ნაწილს - ერთიან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)