|
2026-05-03 11:17:49, 2354 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
საია სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას! - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას - ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, საქართველოში ხშირია ჟურნალისტების მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს. „3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. საია სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას! საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში, რომელიც ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებითა და ჟურნალისტებისთვის მტრული პირობების ფორმირებით. ჟურნალისტი ქალი, „აზრის თავისუფლებისთვის“ სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია. საია მზია ამაღლობელის ინტერესებს ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. გაგზავნილია მისი 3 საჩივარი: აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის განსაზღვრის თაობაზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის თაობაზე; არასათანადო მოპყრობის თაობაზე; მზადებაშია მე-4, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი. ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის. ხშირია მათ მიმართ მტრული რიტორიკა, თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ აქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)