|
2026-04-29 18:40:06, 4715 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 6 მაისს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გიორგი მიქაძე. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს. სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რადგან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მიქაძე/ჯანგველაძის გარემოცვის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)