|
2026-04-29 12:40:19, 6331 ნახვა
კომენტარი
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, კორუფცია ყვავის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. „ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, 2022 წლის შემდეგ იცით, როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა შექმნილი - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის, ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი. რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2022 წლიდან მოყოლებული, მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის, კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც შექმნილია მოლდოვაში, ეს არის საერთო სურათი. ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები,"- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)