|
2016-04-01 18:57:34, 837 ნახვა
საზოგადოება
„ევროპის სახლში“ ხვალ, აუტისტი გოგონას - ანა ბეთლემელის გამოფენა გაიმართება
ანა ბეთლემელი - 21 წლის აუტისტი ძალიან ნიჭიერი გოგონაა, რომლის პირველი პერსონალური გამოფენა ხვალ, „ევროპის სახლში“ გაიმართება. *** ანა თავის სამყაროში ცხოვრობს. უჭირს მეტყველება და ვერ ახერხებს კომუნიკაციას, ამიტომ თავის ფიქრებს, ემოციებს და გრძნობებს ხელოვნების საშუალებით გადმოგვცემს. ის ძერწავს, ხატავს აბრეშუმით, მუშაობს თექაზე და გობელინზე. ასრულებს საგალობლებს. ***მის პლასტელინის ფიგურებში საოცარი დინამიკა და სიმეტრიაა. ფიგურების კომპოზიციურად განლაგება და ფერთა ჰარმონიული შეხამებაც გამორჩეულია. ანა ძალიან პოზიტიური, კეთილი და მოსიყვარულეა. ჯიპას სტუდენტმა მარიამ ხუციშვილმა თავისი სადიპლომო დოკუმენტური ფილმი სწორედ ანას მიუძღვნა. *** ანამ 8 წლიდან დაიწყო პლასტელინით ძერწვა. ბევრი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი. გარკვეული დროის შემდეგ, გობელენით დაინტერესდა. თექასა და აბრეშუმზე მუშაობაც შეისწავლა. ძალიან მოსწონს და ბედნიერია. ბავშვობიდან ღია და ნაზი ფერები იზიდავდა. განსაკუთრებით კი ვარდისფერი უყვარს. *** ლია ნიორაძე, ანას დედა: „ყველა აუტისტი ბავშვის დედას ვეტყოდი, რომ მე მთელი 22 წელი სხვადასხვა ექიმებთან სიარულითა და მედიკამენტებით მკურნალობით ვერ მივაღწიე იმ შედეგს, რაც ახლა უშუალოდ მასთან კომუნიკაციითა და სიყვარულით მივიღე. ანას უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამით ის ძალიან ბედნიერია. ბავშვისთვის მშობლის დამოკიდებულებას და სიყვარულს დიდი ძალა აქვს. მინდა, რომ ჩემი შვილი შემოქმედებითად კიდევ უფრო განვითარდეს. მას კი საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის ხელშეწყობა სჭირდება. „ ***ანას ნამუშევრები პირველად 2012 წლის 2 აპრილს თიბისი ბანკის სათავო ოფისში აუტიზმით დაავადებული ბავშვების გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ***ახლა კი ანა ბეთლემელის პერსონალური გამოფენა გაიმართება 2 აპრილს 19:00 საათზე „ევროპის სახლში“ (შ. დადიანის N 2-ში).
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)