|
2026-04-28 14:19:55, 4285 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე. კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გაგრძელდება. ასევე, მან ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, სპორტს, კულტურასა და ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიტიკურ გუნდთან ერთად რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს. ოპოზიციის წევრებმა “გახარია საქართველოსთვის” პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)