|
2026-04-27 12:23:17, 3888 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის 12:00 საათზე ცერმონიების სასახლეში ელოდებიან - საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის ბრიუსელში გაკეთებული განცხადების გამო იბარებენ. მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობის პერიოდში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ EU-ს ელჩი დაიბარეს. 24 აპრილს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „თბილისში შეხვდებიან, როცა ის ბრიუსელიდან დაბრუნდებოდა“. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, ბრიუსელში ისაუბრა საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკით შეხვდა: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიზანშეწონილად მიიჩნია დიპლომატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ გერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „გზაჯვარედინზეა“ და მისი მომავალი დამოკიდებულია მისი ხელისუფლებისა და საზოგადოების არჩევანზე. დიპლომატმა ასევე აღნიშნა ევროპული გზიდან გადახვევის რისკი და რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული უკუქცევით. მან მოუწოდა ქართულ საზოგადოებას, არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)