02:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-26 16:37:21, 7417 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია

დღეს თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი: დათო ღოღაძე და ბაჩო ბებია. აეროპორტში მათ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. იქ იმყოფებოდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"დღეს, თბილისში ჩამოასვენეს სხვადასხვა დროს უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიან ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი: დათო ღოღაძე და ბაჩო ბებია
ეს არის, ცხადია, დანაკარგი ოჯახისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მამის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ისინიც ისწავლიან, რომ მათმა მამებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის ღირსების გადარჩენაში.
მე ერთ რამეზე ვწუხვარ: აქ არც ერთი ოფიციალური პირი თავდაცვის სამინისტროდან არ არის წარმოდგენილი. რომ საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ჯარისკაცი, რომელიც დღეს აქ არ და ვერ მოდის, ძალიან განიცდის ამას, რომ არ დგას აქ, რადგან ეს მათთვისაც ძალიან დიდი დანაკარგია." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

მებრძოლს ზუგდიდში დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics