|
2016-04-01 13:32:56, 900 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებულ სირბილში შეჯიბრება გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში პირადი პირველობა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეჯიბრება დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 45 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, სამხედროებს ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე კოჯრის ტყეში განლაგებული 10 საკონტროლო პუნქტი კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ. საკონტროლო პუნქტები წელს ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა - თითოეულ პუნქტზე სპეციალური ჩიპები დამონტაჟდა. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ. მესამე და მეორე ადგილები IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალს გიორგი სანდოძეს და III ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითს დავით ჭელიძეს ხვდათ წილად. ხოლო, პირველი ადგილის და, შესაბამისად, ჩემპიონატის თასის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტი ზურაბ მოდებაძე გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)