|
2026-04-08 23:33:22, 11455 ნახვა
პოლიტიკა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი NATO-დან გამოსვლის შესალებლობას, სპიკერმა თქვა: "ეს არის საკითხი, რომელზეც პრეზიდენტს ადრეც უმსჯელია და ვფიქრობ, ის ამას რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთანაც განიხილავს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ თავად პრეზიდენტისგან მოისმინოთ პასუხი". კაროლინ ლივიტის თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ NATO-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მაშინ როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას". დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა NATO-ს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უარით, ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობებში ლიდერობის აღებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვაზე. დონალდ ტრამპმა ისინი ბრჭყალებში - მოკავშირეებად მოიხსენია და ამასთან, მან NATO-ელ პარტნიორებს "ლაჩრები" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)