|
2026-04-08 16:16:39, 4657 ნახვა
საზოგადოება
ComCom-მა „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. „ტელეიმედის“ შემთხვევაში 4 დარღვევა გამოიკვეთა - გადაცემის წამყვანები ახალ ამბებს აშუქებდნენ პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე.
„პოსტვ“-ის შემთხვევაში გამოვლინდა 7 დარღვევა, რაც საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევას მოიცავდა. 18 დარღვევა გამოუვლინდა „ტელეკომპანია პირველს“, სადაც გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან ახალი ამბების პირადი მოსაზრებების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქების, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის (ცალმხრივად გაშუქების) და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები. „ფორმულას“ შემთხვევაში კი, დარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდა. გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)