|
2026-04-06 21:57:05, 6732 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ქვეყანაში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტპატიმარი. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომლის ექსტრადიციასაც ბაქო საქართველოს ხელისუფლებისგან 2024 წლიდან ითხოვდა, საქართველოდან გაძევებისა და სამშობლოში დაკავების შემდეგ უკვე გაათავისუფლეს. „მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება აფგან სადიგოვს, ის ბაქოში მალევე გაათავისუფლეს. ივანიშვილისგან განსხვავებით, ილჰამ ალიევს პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმარი. „ასევე, აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა აიათულაევმა, რომელიც ალიევებთან დაპირისპირებაში იყო, არავინ დააკავა და დიდი პატივისცემით ცხოვრობს ბაქოში, ისევე როგორც ელჩიბეიმ, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ, გარდაცვალებამდე, ნახჭევანში სპეციალურად გამოყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა“, - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)