|
2026-04-02 10:37:13, 18435 ნახვა
რეგიონი
პუტინი ფაშინიანს - სომხეთში ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ელოდება, რომ სომხეთში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში სრულფასოვნად ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცადა. „ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს სომხეთში, ძალიან ბევრი. ბევრი სომეხი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. მათი რიცხვი 2 მილიონზე მეტია. ამის სტატისტიკა და მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. სომხეთში ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გულახდილად გეტყვით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, სადაც ყოველთვის გულწრფელად და პირდაპირ ვსაუბრობთ. ძალიან გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ბევრი მათგანი ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ არ ვერევით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ" | თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)