|
2026-04-01 20:07:25, 4738 ნახვა
პოლიტიკა
გელა უძილაურის ჩვენება: გამომძიებლები მთავაზობდნენ, მიქაძეები და ჯოხაძე მკვლელობის დამკვეთებად დამესახელებინა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა სასამართლოში განაცხადა, რომ მასთან ციხეში გამომძიებლები შევიდნენ და შეღავათების სანაცვლოდ ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის მკვლელობის დამკვეთებად დასახელება შესთავაზეს. გელა უძილაურის განცხადებით, აღნიშნული საქმის ერთადერთი დამნაშავე თავად არის.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე წარმოებად გამოყოფილ პროცესზე მსჯავრდებული გელა უძიალაური იკითხება.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)