|
2016-03-31 18:14:31, 883 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის სასროლეთზე ტაქტიკური სწავლება გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის I ასეულის ტაქტიკური სწავლება გაიმართა. ჯარისკაცები ოთხი კვირის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიოდნენ. წვრთნები ამოცანის შემდგომი განხილვით ხვალ დასრულდება. დღევანდელი პრაქტიკული სწავლება კი, ქვედანაყოფმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით ჩაატარა. სწავლების განმავლობაში ასეული ტაქტიკურად გადაჯგუფდა. ჯარისკაცებმა ყურადღება კოლექტიურ დავალებებზე გაამახვილეს. ასევე განახორციელეს რეიდისა და ჩასაფრების ოპერაცია. სწავლების მიზანია ოცეულის დონეზე სამეთაურო რგოლმა და პირადმა შემადგენლობამ სწრაფადცვალებად, ოპერატიულ გარემოში დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს და პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები გააანალიზოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)