|
2026-03-30 21:55:17, 1957 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება". ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამასთან, სამთავრობო TV იმედს პენიტენციურში უთხრეს, რომ სააკაშვილს დაბალი წნევა ჰქონდა და "შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ" დაურეგულირდა. "მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება" - ციტირებს TV იმედი პენიტენციურ სამსახურს. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს "გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება". "თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზი" - წერს ჟორჟოლიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)