|
2026-03-27 20:46:36, 1587 ნახვა
პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებელი - მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა
პოლიტიკური პარტია "სტრატეგია-აღმაშენებელი" ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია. პარტია, მიიჩნევს, რომ პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა. "ახალი პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენი მკაფიო პოზიციაა: პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია. პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა. ჩვენ წინასწარ ვადასტურებთ პატივისცემას მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ. ვხედავთ „ქართული ოცნების" მხრიდან აშკარა ჩარევას საჯარო კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია. საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ის სრულად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან." - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)