|
2026-03-21 14:43:59, 12399 ნახვა
სხვადასხვა
ვოლოდიმერ და ელენა ზელენსკებმა უკრაინის საპატიო პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკი კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობდნენ. „მან დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი ადგილობრივი ეკლესია ჰყოლოდა. მისი შეუპოვრობისა და გამბედაობის გარეშე წარმოუდგენელია უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორია, ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობა და ჭეშმარიტად ძლიერი სახელმწიფოს განვითარება. ჩვენ გვახსოვს. ჩვენ პატივს ვცემთ. ჩვენ მადლიერები ვიქნებით“, - წერენ ვოლოდიმირ და ოლენა ზელენსკებმა სოციალურ ქსელებში. დამშვიდობება კიევში, წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან მონასტერში შედგა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატივი მიაგეს პატრიარქ ფილარეტს და პირადი სამძიმარი გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, მის უნეტარესობას, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ეპიფანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)