|
2026-03-13 20:15:37, 12124 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია: მოსკოვის მექანიზმი სრულიად ახალ რეალობას შექმნის
„დროას“ პარტიის ლიდერმა და პატიმარმა ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე. ციხიდან გაგზავნილ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია მოუწოდებს ოპოზიციურ ალიანსს, გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი. „დიდი გარღვევა მოხდა. ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრის მუშაობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაპირობა ეს გარღვევა. მოსკოვის მექანიზმი ქმნის სრულიად ახალ რეალობას და ყველა თანდათან იგრძნობს ამას. „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და საერთაშორისო დონეზე ბრალდებულია. საქმე აღარ არის აღიარების ან არაღიარების საკითხში - „ქართული ოცნება“ პოლიტიკის გარეთ, კრიმინალებთან ერთად აღმოჩნდა. და მათი ადგილი სასამართლოებშია, მათ შორის ჰააგაში. ქართველ ხალხს მიეცა კონკრეტული და მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტები რეჟიმის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ჩვენსა და „რუსულ ოცნებას“ შორის ძალთა ბალანსი შეიცვალა. ჩვენ მოგვეცა სამართლიანი ძალის ინსტრუმენტი აგრესორის წინააღმდეგ. „ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ალიანსს ეკისრება, ოპტიმალურად გამოიყენოს ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მისაღწევად“, - წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. დოკუმენტი იკვლევს საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენებს და შეიცავს რეკომენდაციებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობამ დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას (რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას უტოლდებოდა) თან ახლდა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების სრული დაუსჯელობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)