16:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 14:22:52, 2391 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის მიერ მოჯთაბა ხამენეისთვის მილოცვის შემდეგ, ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელის საელჩო საქართველოში ირაკლი კობახიძის მილოცვის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეის ვინაობისა და რაობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. 

"სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა - არა.

მოჯთაბა ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე.

წლების განმავლობაში იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი-ჯგუფებს უჭერდა მხარს.

ეს არის სწორედ ის სისტემა, რომელმაც ჩაახშო განსხვავებული აზრი საკუთარ ქვეყანაში, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ოპონენტები და გააღვივა კონფლიქტები ირანის საზღვრებს მიღმაც.

ადამიანი, რომელიც ახლა ირანის რეჟიმს ხელმძღვანელობს, არის როგორც პროდუქტი, ასევე არქიტექტორი იმავე რეპრესიებისა და დესტაბილიზაციის მექანიზმისა, რომელმაც განსაზღვრა ალი ხამენეის ეპოქა." - წერს საელჩო სოციალურ ქსელში. 

ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics