04:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 17:19:46, 4128 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, 26-ე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში გახსნა. 

აღნიშნული იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და კომპანია COMFORTMSHENI-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ზედა საზანოს საჯარო სკოლის იდეათეკა 200-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტებზე - კომპიუტერებზე, პროექტორებზე, 2000-ზე მეტი წიგნისგან შემდგარ მრავალფეროვან ბიბლიოთეკასა და STEM კუთხეზე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს, ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით, უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. 

დღეისათვის საქართველოს ბანკის იდეათეკები ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 26 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს. 

იდეათეკების პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ინოვაციური ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics