|
2026-02-23 14:25:49, 10300 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი
“როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებაში კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ, თბილისის მერის თქმით, მათთვის საქართველო შეიძლება საუკეთესო მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. “როდესაც საქმე ეხება სიცრუეს, შეიძლება საქართველო მათთვის საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში. როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგადად ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია. ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რომ ავიღოთ. ისინი მოგვიწოდებდნენ არ მიიღოთო, შემდეგ კი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს მსგავსი შინაარსის მქონე კანონების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)