16:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-22 00:01:07, 7543 ნახვა

კულტურა
საყდრისის ოქროს მაღარო აფეთქებამდე ერთი დღით ადრე

საყდრისის მცველებმა „ექსპრესნიუსს“, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს  მაღაროს აფეთქებამდე გადაღებული  ექსკლუზიური ფოტო- და ვიდეომასალა  მიაწოდეს.

აღნიშნული მასალა საყდრისის მცველებმა ობიექტზე  დაახლოებით, 50 მეტრის სიღრმეში,  12 დეკემბერს  ფარულად გადაიღეს.

„ჩვენ გვინდოდა აღნიშნული ფოტო-და ვიდეომასალით საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ საყდრისის შუა გულში, 13 დეკემბრამდე,  ყველა ის მტკიცებულება იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქართველები ოქროს ნამდვილად მოიპოვებდნენ“, – განუცხადა „არგუმენტს“ დიმიტრი ჩაგელიშვილმა.

ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ამავე ბრძანების გათვალისწინებით, კომპანია “არ ემ ჯიმ”  2014 წლის 13 დეკემბერს   საყდრისში  სამუშაოები განაახლა და ტერიტორიის აფეთქება დაიწყო.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics