|
2026-02-21 12:50:18, 727 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპმა ყველა ქვეყანას დამატებით 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის. ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა. როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებით მას სურს, დაიცვას ქვეყანა. შესაბამისად, დონალდ ტრამპის განმარტებით, დღევანდელი 10%-იანი ტარიფები 1974 წლის სავაჭრო კანონის ფარგლებში ამოქმედდება. გუშინ, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-დან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. დონალდ ტრამპის სამიზნეები გახდნენ როგორც მოკავშირეები, ასევე კონკურენტები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ევროკავშირი და ჩინეთი, რომლის მიმართაც, 5 აპრილიდან 34%-იანი ტარიფი ამოქმედდა. აშშ-ის პრეზიდენტს უნივერსალური 10%-იანი ტარიფი დაწესებული ჰქონდა იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისთვისა და აზერბაიჯანისთვის. სიაში არ იყო რუსეთი. ასევე, ახალი ტარიფები არ ეხებოდა კანადასა და მექსიკას.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)