|
2026-02-19 22:57:10, 1140 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა
ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა - ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა მისი თქმით, ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გააგრძელებს. "ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებ. აქამდეც ძალიან აქტიური კონტაქტი მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების მიზნით და ამ ძალისხმევას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებ. უკვე მივეცი ჩვენება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, ქიმიური მოწამვლის საქმეზე, ასევე ვითანამშრომლე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ასევე კონკრეტულად ჩემზე თავდასხმის შესახებ ის მტკიცებულებები გადავეცი, რომელიც ადასტურებს, როგორ აკანონებს „ქართული ოცნების“ კრიმინალური მმართველობა განუკითხაობას, დაუსჯელობას, როგორ ცდილობს კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები ჩამოართვას, მათ შორის - გამოძიების უფლება" | თქვა გურამ როგავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)