|
2026-02-12 13:54:10, 2084 ნახვა
ეკონომიკა
პლასტიკის პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება
ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც პირველი ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება, 2027 წლის პირველი თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. „პლასტიკის პროდუქციასთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ამაზე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენი მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორე მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, აქ გვჭირდება მნიშვნელოვანი ზომების მიღება. კვლევების თანახმად, პლასტმასის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, რეპროდუქტიული და ნევროლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები, სხვა სამედიცინო დაავადებები. აქედან გამომდინარე ეს საკითხი საგანგებო ყურადღებას საჭიროებს. სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, ასვე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პირველი იანვრიდან გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა. ასევე, უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც პირველი ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. 2027 წლის პირველი თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს და ეს ასახულია შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა კობახიძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)