|
2026-02-12 12:07:08, 8540 ნახვა
კომენტარი
გვარამია ოპოზიციაზე - ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი
ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის ერთიანობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა. „ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია“,- განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)