|
2016-03-29 19:44:37, 864 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა სახის, მათ შორის შემეცნებით და კულტურულ პროექტებში ითანამშრომლებენ. „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებს ასევე ექნებათ საშუალება, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპის შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობებზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსებს ექსპერტის სტატუსით დააკვირდნენ. „სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია შეიარაღებულ ძალებში. „მრავალეროვანი საქართველო“ დიდი და ძლიერი ტრადიციების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა და ბევრი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. ვაფასებთ ორგანიზაციის სურვილს, ამოგვიდგეს მხარში და დაგვეხმაროს ეროვნული უმცირესობების სულ უფრო მეტი წარმომადგენლისთვის ხმის მიწვდენაში იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო და როგორ შეიძლება შეიტანონ მათ საკუთარი წვლილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)